პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: პრობლემა არ იყო დეოლიგარქიზაციის დოკუმენტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნა, გვსურდა გავრკვეულიყავით, რეალურად რა ხდებოდა

Nusagi

პრობლემა არ იყო დეოლიგარქიზაციის დოკუმენტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნა, გვსურდა გავრკვეულიყავით, რეალურად რა ხდებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ არ გვსურს, რომ სპეკულაციისთვის დავტოვოთ სივრცე. მით უმეტეს, როდესაც 12 პუნქტით ნაკისრი ვალდებულებებია შესასრულებელი. ჩვენ აქამდეც განვაცხადეთ, რომ პრობლემა არ იყო ამ დოკუმენტის გაგზავნა-არ გაგზავნაში, არამედ გვსურდა გავრკვეულიყავით, რა ხდებოდა რეალურად. ჩვენ ვიცით, რომ ვენეციის კომისია განაგრძობს უკრაინულ მოდელზე მუშაობას“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ვენეციის კომისიაში გადაგზავნოს. ამერიკის ელჩი საქართველოში კი ამბობს, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გამოიწვია და მნიშვნელოვანია ახლა საქართველოდან გაიგზავნოს პროექტი.

„ქრონიკამ“ ევროპის საბჭოს წერილობით მიმართა – შეკითხვაზე, ადასტურებთ თუ არა უკრაინის მიერ კანონის გაწვევას და თუ არა, როდის იგეგმება ვენეციის კომიისის მოსაზრების მომზადება აღნიშნულ კანონზე, ევროპის საბჭოში უპასუხეს: „კანონზე დასკვნის მომზადების მოთხოვნაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა, როდის მომზადდება და გამოქვეყნდება მოსაზრება, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,163 ნახვა
%d bloggers like this: