საგარეო პოლიტიკა

ჯულიან სმიტი: საქართველო ნატოს ძალიან ძლიერი პარტნიორია და ჩვენ სულ უფრო მეტად ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შევთავაზოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობას

Nusagi

საქართველო ნატოს ძლიერი, ძალიან ძლიერი პარტნიორია და ჩვენ სულ უფრო მეტად ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შევთავაზოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობას, – ამის შესახებ აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში, ჯულიან სმიტმა განაცხადა.

„ჩვენ ორიენტირებული ვართ საქართველოზე და რუსეთის საქმიანობაზე ჯერ კიდევ 2008 წლიდან, როცა რუსეთი საქართველოში შეიჭრა. როგორც იცით, ისინი ჯერ კიდევ საქართველოში არიან. შეფასების კუთხით კი, არის თუ არა საკმარისი, საქართველოს მოსახლეობას დავუტოვებ შესაფასებლად.

მაგრამ ვიტყვი, რომ ალიანსი სრულ თანხმობაში იყო, რომ ეს სამი ქვეყანა უნდა დასწრებოდა მინისტერიალს, რადგან ჩვენ გვინდა ვიპოვოთ გზები ამ ქვეყნებისადმი ჩვენი მხარდაჭერის გასაძლიერებლად, ვინაიდან ისინი გრძნობენ უკრაინის ომის რეალურ გავლენას და ასევე, რათა ვიპოვოთ გზები ამ მნიშვნელოვანი პარტნიორობის გასაძლიერებლად“, – აღნიშნა ჯულიან სმიტმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,429,284 ნახვა
%d bloggers like this: