საზოგადოება

ამ პატიმარს სიკვდილი ხომ არ მიუსაჯეს? თუ მას ჯანმრთელობა დაუზიანდება სასიკვდილოდ, მაშინ პასუხისმგებლობა იმაზე იქნება, ვინც გაასამართლა – მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

Nusagi

„თუ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობა დაუზიანდება სასიკვდილოდ, მაშინ პასუხისმგებლობა იმაზე იქნება, ვინც გაასამართლა და არ იზრუნა მის ჯანმრთელობაზე“, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება.

„პატრიარქი მაქსიმალურად საქმის კურსშია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ის მუდმივად ლოცულობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის. პირადად პატრიარქისგან მაქვს ლოცვა-კურთხევა, ის ვაზიარო. 

ბოლო 2 თვეა როდესაც ვნახულობ, ლოგინში მწოლიარე მხვდება. ფიზიკურად ვერ დგება და წონა აქვს დაკლებული. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მძიმდება.

ამ პატიმარს სიკვდილი ხომ არ მიუსაჯეს? თუ მას [მიხეილ სააკაშვილს] ჯანმრთელობა დაუზიანდება სასიკვდილოდ, მაშინ პასუხისმგებლობა იმაზე იქნება, ვინც გაასამართლა და არ იზრუნა მის ჯანმრთელობაზე, ეს კარგი არ იქნება“, – აცხადებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,183 ნახვა
%d bloggers like this: