პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილს იყენებენ, როგორც ფაქტორს პარტიის შიგნით და ახლა გამოცხადებულია კონკურსი, ვინ უფრო მოიპოვებს სააკაშვილის მხარდამჭერების კეთილგანწყობას

Nusagi

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილს იყენებენ, როგორც ფაქტორს პარტიის შიგნით და ახლა გამოცხადებულია კონკურსი, ვინ უფრო მოიპოვებს სააკაშვილის მხარდამჭერების კეთილგანწყობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არის განხეთქილება. არსებობს ერთი ფრთა, რომელსაც აქვს კეზერაშვილის ფული და მეორე, რომელსაც აღარ აქვს მისი ფული, მაგრამ ფლობს მართვის სადავეებს „ნაციონალურ მოძრაობაში“, დღეის მდგომარეობით. როგორც ჩანს კეზერაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვინც იღებს მის ფულს, ბარემ მართვის სადავეებიც მას ეჭიროს ხელში, შესთავაზოს თავისი კანდიდატი პარტიას და ეს ორი კლანი ერთმანეთში იბრძვის. ვინაიდან ამ ორ კლანს არ აქვს ძალა, რომ ცალსახა იყოს, რომელი გაიმარჯვებს, მიხეილ სააკაშვილს, როგორც ფაქტორს პარტიის შიგნით იყენებენ და ახლა გამოცხადებულია კონკურსი ვინ უფრო მოიპოვებს სააკაშვილის მხარდამჭერების კეთილგანწყობას“,- აღნიშნა დავითულიანმა.

ბრძოლა პარტიული პოსტის დასაკავებლად – ნაციონალურ მოძრაობაში საარჩევნო კამპანია გახსნილია, თუმცა ამ კამპანიის ფარგლებში კანდიდატები ერთმანეთს ღიად აკრიტიკებენ და სამოქმედო გეგმას უწუნებენ. კვლავ აქტუალური გახდა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება, ამ მიზნის მიღწევას კი კანდიდატები განსხვავებულად ხედავენ . ამ პროცესს პარტიის დაშლად და ძალაუფლების გადანაწილებად აფასებენ მმართველ გუნდში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,198 ნახვა
%d bloggers like this: