უცხოური მედია

დატყვევებული რუსი ოკუპანტის დედა – ხელისუფლება არაფერს აკეთებს, შვილი მჭირდება, ჩვენ რა პირუტყვები ვართ?

ირინა ჩისტიაკოვა უკრაინაში დატყვევებული რუსი ოკუპანტის დედაა, ის ამბობს რომ უკრაინაში მის შვილს რუსეთის ფედერაციის სარდლობაზე უკეთ ექცევიან, რუსეთის ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს ჯარისკაცების სამშობლოში დასაბრუნებლად. 

როგორც ტელეგრამ არხზე გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, ქალი შვილს რამდენიმე თვის განმავლობაში ეძებდა, ამაში კი რუსეთის ფედერაცია მას არ დახმარებია. 

„ის ჩემი შვილი და მე მჭირდება. პუტინს არ სჭირდება ის, შოიგუს არ სჭირდება ის… სხედან თბილად კაბინეტებში. ჩვენ პირუტყვები ვართ თუ რა? შვილები იმისთვის არ გაგვიჩენია, რომ ამით სხვამ თავისი პრობლემა მოაგვაროს. დედებს ნუ გვაბრაზებთ, შვილები დაგვიბრუნეთ“, – აცხადებს ოკუპანტის დედა. 

როგორ დაატყვევეს კირილ ჩისტიაკოვი

ჩისტიაკოვი სამხედრო სამსახურში 2021 წლის ოქტომბერში გამოიძახეს, იგი გაგზავნეს ლუგას სამხედრო ნაწილში.

როდესაც რუსეთის არმიის ხელმძღვანელობამ უკვე დანამდვილებით იცოდა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა მოხდებოდა, ჯარისკაცი მოატყუეს და ხელშეკრულება გააფორმეს. 2022 წლის თებერვალში კირილი უკრაინის წინააღმდეგ ომში წავიდა. მაგრამ ერთი თვის შემდეგ ის გაუჩინარდა.

ირინა ჩისტიაკოვა მარიუპოლში გაემგზავრა, შემდეგ დონის როსტოვის მორგში, თუმცა შვილი ვერ იპოვა. რამდენიმე დღის წინ ქალმა წერილი მიიღო, რის მიხედვითაც ირკვევა, რომ მისი შვილი ტყვეობაშია. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,648,032 ნახვა
%d bloggers like this: