საზოგადოება

„მოსალოდნელია პაციენტის გარდაცვალება“ – მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

Nusagi

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი უკრაინის საელჩოსთან მივიდა. მისი თქმით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას.

„ჩვენ შევხვდებით ალბათ წარმომადგენლებს ან ელჩს, ვერ გეტყვით ზუსტად. ჩვენ გავაცნობთ ინფორმაციას. დასკვნა ამჟამად არის მხოლოდ ქართულ ენაზე. ის ინგლისურ ენაზე იქნება ძალიან მალე. ნებისმიერ შემთხვევაში, დასკვნა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ  პაციენტის თანხმობით ნებისმიერი სხვა პირისათვის. დასკვნა ხვალ შედის სასამართლოში.

ჩვენ გავაცნობთ ჩვენი დასკვნის მიგნებებს, თუმცა არ მგონია, რომ ახალი იყოს. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ მისი მდგომარეობა არის მძიმე და მძიმდება კიდევ უფრო და ეს არის ერთწლიანი არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების და არაადამიანური მოპყრობის შედეგი, რისი მოწმეც ჩვენ ვართ ახლა. თუ არ იქნება მიღებული ადეკვატური ზომები სწრაფად, მოსალოდნელია პაციენტის გარდაცვალება“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,790 ნახვა
%d bloggers like this: