საგარეო პოლიტიკა

„პუტინი ფიქრობს, რომ თავისი მოქალაქეები საქართველოში, მოლდოვაში ან უკრაინაში უნდა დაიხოცონ“ – მიხაილო პოდოლიაკი

Nusagi

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთი იძირება. ამის შესახებ პოდოლიაკმა „ფრიდომის“ ეთერში განაცხადა.

„რუსული პროპაგანდა იძირება. ჯიბის ჟურნალისტები, მათ შორის სოლოვიოვი ვერ აცნობიერებენ, რომ პოტენციურად სამუდამო პატიმრობა უკვე მისჯილი აქვთ. როდესაც რუსეთი დამარცხდება – ეს ადამიანები ტრიბუნალის წინაშე წარდგებიან. ისინი კრემლის პოზიციას ახმოვანებენ და ადამიანებს მოუწოდებენ უკრაინაში წავიდნენ და დაიღუპონ.

რუსეთის ფედერაციას ის სამხედროები რომლებიც უკრაინაში იბრძვიან არაფერში სჭირდება. ზუსტად მსგავსი დამოკიდებულება აქვს თავის მოსახლეობის უდიდეს ნაწილთან – დაახლოებით 120 მილიონ ადამიანთან. პუტინი ფიქრობს რომ ეს ადამიანები უნდა წავიდნენ და საქართველოში, ან მოლდოვაში ან უკრაინაში უნდა დაიხოცონ. მოსახლეობის ამ ნაწილს სხვა ფუნქცია ვერ მოუფიქრეს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,429,343 ნახვა
%d bloggers like this: