უცხოური მედია

პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის სასამართლო სისტემაში უმოკლეს დროში ინტეგრირება მოითხოვა

Nusagi

კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციის სასამართლო სისტემაში უმოკლეს დროში ინტეგრირება მოითხოვა. პუტინმა ბრძანება უკვე გასცა. ამის შესახებ პროსამთავრობო tass-ი იტყობინება. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ამ რეგიონების მცხოვრებლების უფლებები უზრუნველყოფილი იყოს. 

სრულიად რუსეთის მოსამართლეთა კონგრესზე გამოსვლისას ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ „რეფერენდუმის შედეგებით მილიონობით ადამიანის სურვილით რუსეთის შემადგენლობაში ოთხი ახალი სუბიექტი შევიდა“. 

„ამ ტერიტორიებზე ფედერალური სასამართლოები უნდა შეიქმნას. წინ ბევრი სამუშაო რუსეთის სასამართლო სისტემაში მათი სწრაფი ინტეგრაციისთვის, ეს უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება სწრაფად, რათა ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს გარანტირებული ჰქონდეთ სასამართლო დაცვის კონსტიტუციური უფლება“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა. 

მისი თქმით, ეს არის ძალიან სერიოზული სამუშაო, რომელიც დაკავშირებულია არა მხოლოდ სასამართლოების პერსონალის შერჩევასთან, არამედ ახალი შენობების მშენებლობასთან, მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერასთან. 

პუტინი დარწმუნებულია, რომ სასამართლოს თანამშრომლები გაუმკლავდებიან ამ ამოცანებს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,619 ნახვა
%d bloggers like this: