„კლინიკები ძირითადად გადატვირთულია არა კოვიდით, არამედ სხვა რესპირაციული ვირუსებით“, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში ჰონკონგის და „ღორის გრიპის“ ვირუსი ცირკულირებს.
„დღეს კლინიკები ძირითადად გადატვირთულია არა კოვიდით, არამედ სხვა რესპირაციული ვირუსებით. არავითარ შემთხვევაში ამან არ უნდა გამოიწვიოს პანიკა. სიტუაცია კონტროლდება ძალიან კარგად, არცერთი ავადმყოფი ვისაც დახმარება სჭირდება არ რჩება სამედიცინო დახმარების გარეშე და არცერთი სიკვდილის შემთხვევა არ გვქონია“, – აცხადებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი.
Facebook Comments Box