საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: თვეების განმავლობაში ამბობდნენ, რომ უმძიმესი დიაგნოზია, თუმცა კონკრეტული დიაგნოზი „ემპათიამაც“ კი ვერ შემოგვთავაზა

Nusagi

მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ დასკვნას გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ ცენტრმა კონკრეტული დიაგნოზი არ დაასახელა.

„მიუხედავად იმისა, რომ თვეების განმავლობაში ამბობდნენ, რომ უმძიმესი დიაგნოზია, კონკრეტული დიაგნოზი „ემპათიამაც“ კი ვერ შემოგვთავაზა. წამება და არაადამიანური მოპყრობა, რა დროსაც, დიდი ალბათობით, ხერხემლის დაზიანება მიიღო – ეს რომ ტყუილია, ხომ ყველამ ვიცით? მე თუ ვიცი, რომ მოცემულობა, რაც დაწერეს, რაშიც ჩვენ ყველანი ერთად ვერკვევით სამედიცინო პერსონალის გარეშე, რომ ტყუიან, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით დანარჩენიც ტყუილია, მიუხედავად იმისა, რომ დიაგნოზი საერთოდ არ წერია.

გუშინ და გუშინწინ ამბობდნენ, რომ პაციენტმა/პატიმარმა კონკრეტული სახეობის საექსპერტო დასკვნაზე და მის ჩატარებაზე უარი განაცხადა და დღეს ამბობენ, რომ ასეთი სჭირდება. ამიტომ ვახმოვანებდით მთავარ კითხვას – ემორჩილება ექიმების მოწოდებებს?“, – ამბობს მდნარაძე.

ცენტრი „ემპათია“ ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პატიმრობასთან შეუთავსებელია. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი მსჯავრდადებულის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,271 ნახვა
%d bloggers like this: