პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: ექიმები პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენო – ასეთი განცხადებები ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ამ ხალხისთვის არ არსებობს წითელი ხაზები და არ დაინდობენ არავის

Nusagi

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ კიდევ ერთხელ განმარტა, რის გამო არ გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი “ვივამედის” კლინიკიდან სასამართლო პროცესზე.

„ჩვენ ყოველთვის ვემორჩილებით ექიმების გადაწყვეტილებას. ადამიანი იმყოფება საავადმყოფოში, პენიტენციური დაწესებულებიდან არის გადაყვანილი. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ადამიანი მიდის პირობითად ოჯახის ექიმთან, ის ეუბნება, რომ არის სრულიად ჯანმრთელი და არ სჭირდება მკურნალობა, ან დაუნიშნავს მედიკამენტოზურ მკურნალობას, ან საჭიროების შემთხვევაში გადაამისამართებს საავადმყოფოში, იმისთვის, რომ გაიაროს სტაციონარული მკურნალობა. როდესაც ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მას ეძლევა ბიულეტენი და სამსახურში არ მისვლა ეთვლება საპატიო მიზეზად. რატომ? – იმიტომ, რომ თუკი ადამიანი არის საავადმყოფოში, ე.ი. მას სჭირდება ექიმის მეთვალყურეობა. ანუ, მასზე პასუხისმგებელია ექიმი და რასაც იტყვის ექიმი, ის უნდა შესრულდეს. ბუნებრივია, ექიმის გადაწყვეტილება, ყველასთვის უნდა იყოს გასაგები.

რაც შეეხება აღქმებს და ამ საკითხის პოლიტიზებას, რასაც ოპონენტები ცდილობენ, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. როდესაც ექიმზე ვინმე გაბედავს და იტყვის, რომ ექიმმა შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა და ტენდენციური იყო მკურნალობის დროს, მე თვითონ ექიმის შვილი ვარ და გაზრდილი ვარ ექიმების გარემოცვაში და დამერწმუნეთ, ძალიან კარგად მესმის, რომ ეს არის ექიმის უდიდესი შეურაცხყოფა. ექიმმა უნდა უმკურნალოს მათ შორის საომარი ვითარების დროს, როდესაც მოწინააღმდეგე მხრიდან აღმოჩნდება დაჭრილი, ან დაშავებული სამხედრო მოსამსახურე და ჩვენ ამ ხალხზე ვსაუბრობთ იმას, რომ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ. ასეთი განცხადებები ცალსახად მიუთითებს იმას, რომ ამ ხალხისთვის არ არსებობს წითელი ხაზები, როდესაც საუბარია მათ მერკანტილურ და ვიწროპარტიულ ინტერესებზე და არ დაინდობენ არავის“, – განაცხადა ბრეგაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,619 ნახვა
%d bloggers like this: