უცხოური მედია

რუსეთი უკრაინაში თავს ესხმის მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალს – ლავროვი

Nusagi

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში თავს ესხმის მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც მიზნად ისახავს, რომ დასავლეთმა უკრაინას არ მიაწოდოს იარაღი, რომელიც რუსების მკვლელობისთვის გამოიყენება.

„ინფრასტრუქტურა, რომელიც ახლა თავდასხმის ქვეშაა, ეს არის ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის შეიარაღებული ძალების, „ნაციონალისტური“ ბატალიონების საბრძოლო პოტენციალს“, – განაცხადა მინისტრმა.

გარდა ამისა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ პოლონეთი ეუთოს გულმოდგინედ უთხრის საფლავს.

„პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ პოლონეთის თავმჯდომარეობა ყველაზე არამიმზიდველ ადგილს დაიკავებს ამ ორგანიზაციის ისტორიაში. არავის არასოდეს მიუყენებია ეუთოსთვის ასეთი ზიანი მის სათავეში ყოფნის დროს“, – აცხადებს ლავროვი. 

ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვარშავის ქმედებები უხეშად არღვევს პროცედურების წესებს. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,607 ნახვა
%d bloggers like this: