უცხოური მედია

„გათავისუფლება ან გადავადება“ – BBC მიხეილ სააკაშვილის შესახებ

Nusagi

BBC საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ კიდევ ერთ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით  – „გათავისუფლება ან გადავადება, სააკაშვილის ადვოკატები სასამართლოს მიმართავენ“.

„მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ 1-ელ დეკემბერს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლების შუამდგომლობით. ასეთი მოთხოვნის საფუძველი სააკაშვილის მძიმე დიაგნოზებია, რაც ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ გამოკვლევაშია აღნიშნული.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დაცვის მხარე ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვს.

გამოკვლევის დასკვნისა და ჩვენ მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, წარმოუდგენლადაც კი მიმაჩნია, რომ სასამართლომ უარი თქვა ჩვენი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე“, – ამის შესახებ ადვოკატმა ტელეკომპანია „მთავარ არხს“ განუცხადა.

ადვოკატებმა შუამდგომლობით სასამართლოს წარუდგინეს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც „ემპათიის“ ცენტრმა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ჩაატარა. 194-გვერდიანი ექსპერტიზის დასკვნა და დანართები ადვოკატებს ორი დღის წინ გადაეცათ.

სასამართლოს მიერ შუამდგომლობის განხილვის ფარგლებში, ადვოკატების თქმით, 20-მდე მოწმე ისაუბრებს, მათ შორის ექსპერტები, პოლიტიკოსები და ექიმები.

სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს (მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა), ამჟამად „ვივამედის“ კლინიკაში იმყოფება.

ის საქართველოში გასული წლის შემოდგომაზე დაბრუნდა, რის შემდეგაც ბრალი რამდენიმე სისხლის სამართლის მუხლით წაუყენეს. ორ მათგანზე, ჯერ კიდევ საქართველოში დაბრუნებამდე, დაუსწრებლად მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თავად სააკაშვილმა უარყო ბრალდებები და მათ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. დაკავების შემდეგ მან შიმშილობა გამოაცხადა, რომლის შეწყვეტას ის 50 დღის შემდეგ დათანხმდა.

სააკაშვილმა მეორე შიმშილობა მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა და მე-20 დღეს შეწყვიტა. შემდეგ მან ადეკვატური სამედიცინო დახმარება მოითხოვა“, – წერს BBC.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,271 ნახვა
%d bloggers like this: