საქართველოში შესაძლოა, ძაღლის სხვა ჯიშებთან ერთად, პიტბულის ჯიშის ძაღლების გამრავლებაც აიკრძალოს. ამის შესახებ შესაბამისი სფეროს ექსპერტები საკანონმდებლო პროექტის ფარგლებში მსჯელობას იწყებენ.
საქართველოში პიტბულის ადამიანზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა იყო. ბოლო შემთხვევის დროს პიტბული 2 წლამდე ბავშვს დაესხა თავს.
პიტ ბულ ტერიერი დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ ძაღლის ჯიშად მიიჩნევა, რომლის შეუპოვარი ხასიათი სისტემატურ წვრთნას მოითხოვს ლეკვობიდანვე, რათა პატრონმა შემდეგ ძაღლის მოთოკვა და აგრესიული ფონის გაკონტროლება შეძლოს. ამის გამო მისი ყოლა არაერთ ქვეყანაშია აკრძალული.
დიდ ბრიტანეთში სასამართლო წყვეტს, მისცეს თუ არა ადამიანს პიტ ბულის ყოლის უფლება. ითვალისწინებენ ძაღლის ფიზიკურ მახასიათებლებს. თუ სასამართლო დაუშვებს, რომ მეპატრონეს შეუძლია იყოლიოს პიტ ბული, ცხოველს აუცილებლად უნდა ეკეთოს ალიკაპი, საზოგადოებრივ ადგილებში საყელურით უნდა ატაროს პატრონმა, იყოს დარეგისტრირებული, დაზღვეული, სტერილიზებული, ტატუირებული და ჰქონდეს მიკროჩიპის იმპლანტი.
ქვეყნები, სადაც სრულიად იკრძალება პიტ ბულის ყოლა, გამრავლება და ქვეყანაში შეყვანა, არის: ნიდერლანდები (კანონი 1991 წელს შევიდა მოქმედებაში), საფრანგეთი (2000 წლიდან), გერმანია (2001 წლიდან), იტალია (2004 წლიდან), დანია (2010 წლიდან) და ვენესუელა (2014 წლიდან აკრძალეს).
ქვეყნები, სადაც უმეტეს ქალაქებში აკრძალულია, მაგრამ გარკვეულ რეგიონებში შესაძლებელია პიტ ბულის ყოლა, არის: კანადა, არგენტინა, ბავარია, ფინეთი, ირლანდია, ისრაელი, ლატვია, მალაიზია, ნორვეგია, რუმინეთი, რუსეთი, ესპანეთი, თურქეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი…