საზოგადოება

კიევში ვიმყოფები, აქ დიდი თუ პატარა დაინტერესებულია ერთი საკითხით საქართველოსთან მიმართებით, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა – კობა ნაყოფია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს მდივნის, კობა ნაყოფიას განცხადებით, პოლიტსაბჭოს სხდომა 11 დეკემბერს 15:00 საათზე გაიმართება.

მისი თქმით, გაკვირვებულია თანაპარტიელების სიჩქარით. ის გულისხმობს, ლევან ბეჟაშვილის მიერ ჩატარებულ ბრიფინგს, რომელმაც პოლიტსაბჭოს მოწვევა მოითხოვა.

„მე ახლა ვიმყოფები კიევში, აქ უკრაინაში, დიდი თუ პატარა, და განსაკუთრებით პოლიტიკური ელიტა დაინტერესებულია ერთი მთავარი საკითხით საქართველოსთან მიმართებით, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ყველამ კარგად ვიცით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება და უარესდება. აქ ყველა სვამს მხოლოდ ამ კითხვას და ეს არ არის მხოლოდ კითხვის დასმა, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. ამ ფონზე, მე ცოტა გაკვირვებული ვარ ჩვენი კოლეგების სიჩქარით“, – განაცხადა ნაყოფიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,030 ნახვა
%d bloggers like this: