პოლიტიკა

მარიამ ჯაში ლისაბონის სამიტზე (UNITE) სპიკერის რანგში მიიწვიეს

Nusagi

5-7 დეკემბერს პორტუგალიის პარლამენტში იმართება UNITE საპარლამენტო კავშირის გლობალური სამიტი. ლისაბონის სამიტზე სპიკერის რანგში მიწვეულია UNITE აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის თავმჯდომარე და მედიკოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი მარიამ ჯაში.

2022 წლის სამიტის მთავარი თემაა “პანდემიიდან კეთილდღეობამდე“. შეხვედრაზე მოქმედი და ყოფილი პარლამენტარები, ჯანმოს და ჯანდაცვის სხვა საერთაშორისო სააგენტოების ლიდერები და ექსპერტები განიხილავენ გლობალური ჯანდაცვის ყველაზე აქტუალურ საკითხებს და შეათანხმებენ სამომავლო დღის წესრიგს.

UNITE ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დაესწრონ გლობალურ სამიტს.

Online უფასო რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ შემდეგი ბმული: https://tinyurl.com/3trvyhmw დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ სამიტის ვებგვერდს – www.uniteglobalsummit2022.org

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,183 ნახვა
%d bloggers like this: