მეცნიერება

მეცნიერებმა აღმოაჩინეს რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული სტრესი მოზარდის ტვინს აბერებს – სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევა

Nusagi

COVID 19-ის პანდემიამ არა მხოლოდ მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია, არამედ ფიზიკურადაც დააბერა მათი ტვინი“, – ამის შესახებ აშშ-ის სტენფორდის უნივერსიტეტის ჯგუფის ახალ კვლევაშია ნათქვამი. 

აღნიშნული კვლევის თანახმად, პანდემიამ სერიოზულად იმოქმედა ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

„პანდემიასთან დაკავშირებულმა სტრესმა არა მხოლოდ იმოქმედა მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, არამედ მათ ფიზიკურად შეცვალეს მათი ტვინი“, – ნათქვამია კვლევაში. 

მკვლევრებმა პანდემიამდე გადაღებული 81 მოზარდის MRI შეადარეს 2020 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის მარტამდე 82 მოზარდის MRI კვლევას და მათ შორის დიდი განსხვავებები აღმოჩნდა. 

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ პანდემიის პერიოდში გამოკვლეულ მოზარდებს მძიმე შინაგანი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ, ფაქტობრივად, მათი ტვინი ნაადრევად დაბერდა.

„ჩაკეტვის შემდეგ ბავშვებს ჰქონდათ დეპრესიის, შფოთვის და სევდის უფრო მაღალი მაჩვენებლები”, – თქვა კვლევის ერთ-ერთმა თანაავტორმა. 

მკვლევრების აზრით, ამ დრომდე, „ტვინის ასაკში“ ასეთი დაჩქარებული ცვლილებები ვლინდებოდა მხოლოდ ბავშვებში, რომლებმაც ძალადობა გადაიტანეს. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,179 ნახვა
%d bloggers like this: