საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი გასათავისუფლებელია, მაგრამ „ოცნება“ ამ ნაბიჯის გადამდგმელი არ არის – ზურაბ ჯაფარიძე

Nusagi

„მიხეილ სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის  მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ არის პოლიტიკურად დევნილი“, – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. 

ჯაფარიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილს იქამდე არ გაათავისუფლებს, სანამ მეორე მხარეს ანგარიშგასაწევი ძალა არ იქნება.

„მოსალოდნელი იყო, რომ „ქართული ოცნება“ არ გაითვალისწინებდა, მათ შორის, არც უცხოელი ექსპერტების დასკვნას. ამაში ახალი არაფერია. მიხეილ სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის  მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ არის პოლიტიკურად დევნილი.

„ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯის გადამდგმელი არ არის, რადგან სხვანაირი მენტალიტეტის ხალხია. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს იქნება უკან დახევა და სისუსტის ჩვენება. ამ ნაბიჯს არ გადადგამენ, სანამ მეორე მხარეს არ იქნება ანგარიშგასაწევი ძალა, რომელიც აიძულებს, რომ ეს ნაბიჯი გადადგას. ამ ძალის შექმნას სჭირდება ოპოზიციურ ფლანგზე დიდი ერთობა“, – აღნიშნავს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,188 ნახვა
%d bloggers like this: