საგარეო პოლიტიკა

პუტინმა გერმანიას მოუწოდა, უკრაინის მოვლენების კონტექსტში მიდგომებს გადახედოს

Nusagi

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ლიდერებმა უკრაინის ომი განიხილეს.

როგორც აღინიშნა, პუტინმა კვლავ გამოხატა უკმაყოფილება უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდების გამო და „გერმანიას მოუწოდა გადახედოს მიდგომებს უკრაინის მოვლენების კონტექსტში“.

ასევე, რუსეთის პრეზიდენტმა კვლავ სცადა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე საჰაერო იერიშის მიტანის გამართლება.

მისი თქმით, რუსეთმა ასეთი ნაბიჯი „კიევის მიერ რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გამო“ გადადგა, რაც სავარაუდოდ ყირიმის ხიდზე მომხდარ ინციდენტზე მიუთითებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,203 ნახვა
%d bloggers like this: