რუსეთში, პრიმორსკის მხარეში რუსული ავიაგამანადგურებელი, Mig-31-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას tass საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„MiG-31 ჩამოვარდა აფრენისთანავე. ის სოფელ ალესკევას მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით მსხვერპლი არ არის. ეკიპაჟი ააფეთქეს“, – აცხადებს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური.
ამავე ცნობით, პილოტების მდგომარეობას იკვლევენ.
„წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის“, – აცხადებენ სასწრაფო დახმარების სამსახურში.
Facebook Comments Box