„კრემლში ასტრონომიას არ ასწავლიდნენ, თორემ ეცოდინებოდათ, თუ რამეს გავისვრით სხვა ქვეყნის საჰაერო სივრცეში, ობიექტი დაუბრუნდება გაშვების ადგილს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.
„დედამიწა მრგვალია – ეს აღმოჩენა გალილეომ გააკეთა. კრემლში ასტრონომიას არ ასწავლიდნენ, ისინი უპირატესობას სასამართლო ასტროლოგებს ანიჭებდნენ. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მათ ეცოდინებოდათ: თუ რამეს გავისვრით სხვა ქვეყნის საჰაერო სივრცეში, ადრე თუ გვიან, უცნობი მფრინავი ობიექტი აუცილებლად დაუბრუნდება გაშვების ადგილს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი.
Facebook Comments Box