Uncategorized

გამიზნული თვითდაზიანების მცდელობასაც ჯანმრთელობის კონკრეტული მდგომარეობა განაპირობებს, მისი ამოცნობა და სწორი მკურნალობა საექიმო ვალდებულებაა – ნანა გეგეჭკორი მიხეილ სააკაშვილზე

Nusagi

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ წერს.

„სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი თუ „არ ჭამს“ და გამიზნულად იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში, რასაც მძიმე კახექსიამდე მიჰყავს, ეს ისეთივე დიდი საექიმო შეცდომის შედეგია, ვიდრე ნებისმიერი სხვა დიაგნოზის ვერ ამოცნობა.

გამიზნული თვითდაზიანების მცდელობასაც ჯანმრთელობის კონკრეტული მდგომარეობა განაპირობებს, მისი ამოცნობა და სწორი მკურნალობაც ისეთივე საექიმო ვალდებულებაა, როგორც მაგალითად აპენდიციტის ან ნებისმიერი სხვა დაავადების.

სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრულად და უპირობოდ ეკისრება პასუხისმგებლობა მისი მართვის პროცესში ჩართულ ექიმთა ჯგუფს და კლინიკის მართვაში მონაწილე ნებისმიერ პირს. ეს აქსიომაა, რამე მაღალი ინტელექტი არ სჭირდება ამის გაგებას.

„ვერ ჭამს“ თუ „არ ჭამს“ ორივე, თანაბარი სირთულის კლინიკური პრობლემაა და ამოცანის ამოხსნა, პაციენტის საუკეთესო ინტერესებში, ექიმის პროფესიული ვალდებულებაა“, – წერს გეგეჭკორი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,183 ნახვა
%d bloggers like this: