უცხოური მედია

„ეს იდიოტები გამარჯვებამდე მიგვიყვანენ“ – ოლექსი რეზნიკოვი რუსების სარაკეტო ტაქტიკის შესახებ

Nusagi

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსული არმია ვერ დაამარცხებს უკრაინულს ბრძოლის ველზე და ამიტომ მშვიდობიან მოსახლეობას რაკეტებით ებრძვის.

რეზნიკოვის თქმით, „ეს იდიოტები“  მხოლოდ აძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას პარტნიორების მხრიდან და ამით აახლოებენ უკრაინას გამარჯვებასთან.

„მათი (რუსების) ლოგიკა ძალიან მარტივია. ისინი ვერ დაამარცხებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ზოგადად ჩვენს თავდაცვის ძალებს ბრძოლის ველზე, ამიტომ დაიწყეს ომი მშვიდობიან მოსახლეობასთან. მათი ოცნებაა, ჩაგვაგდონ სიბნელეში და სიცივეში“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.

მან დასძინა: „ეს იდიოტები უბრალოდ აკეთებენ იმას, რაც მათ გამარჯვებამდე ვერ მიიყვანს. ისინი ჩვენ მიგვიყვანენ გამარჯვებამდე“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,467 ნახვა
%d bloggers like this: