უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომარი მიხეილ ბატურინი აცხადებს, რომ ბახმუტში ვითარება დაძაბულია და ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.
მისი თქმით, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ცხედრების გამოყვანა ცხელი წერილიდან, ამ დრომდე ვერ ხერხდება.
„ვითარება ბახმუტში დაძაბულია, მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები. ოკუპანტს ფრონტის ხაზის გასწორება სურს, მაგრამ ჩვენი ბიჭები და უკრაინელი ჯარისკაცები მტკიცედ დგანან და ოკუპანტს ამის საშუალებას არ მისცემენ. ცხედრებთან დაკავშირებით, ბოლო ინფორმაციით არ გვაქვს წარმატება. კავშირი წინა ჯგუფებთან არ არის“, – აცხადებს უკრაინაში მებრძოლი ქართველი.
Facebook Comments Box