საზოგადოება

რაც საქმეში მასალები იქნება, იმის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას, თავიდან არ მიფიქრია, რომ მესამე პრეზიდენტის ბედი უნდა გადამეწყვიტა – გიორგი არევაძე

Nusagi

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე  გიორგი არევაძე აცხადებს, რომ შუამდგომლობას გაეცნო და მზად არის სხდომის ჩასატარებლად და თარიღის დასანიშნად.

მოსამართლე გასვლითი სხდომის  ჩატარებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ყველაფერი სასამართლო პროცესზე გადაწყდება. 

„თარიღს განვსაზღვრავ, მაგრამ დღესვე რომ ჩატარდეს პროცესი, ეს შეუძლებელია. შეიძლება, ეს იყოს 2-3 დღეში. 

რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინო, რომ საკითხი ეხება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას. საქმის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განხილვას ვაპირებთ. 

რაც საქმეში მასალები იქნება, იმის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას. ყველა საკითხი უნდა გადავწყვიტო პროცესზე. წინასწარ არ ვიცი რა მოხდება, ვერ გეტყვით. თავიდან არ მიფიქრია, რომ მესამე პრეზიდენტის ბედი უნდა გადამეწყვიტა“, – აცხადებს მოსამართლე გიორგი არევაძე. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,586,238 ნახვა
%d bloggers like this: