საზოგადოება

სააკაშვილის ტრაგიკული დასასრული დამანგრეველი იქნება ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის – ვალერი ჩეჩელაშვილი

Nusagi

„სააკაშვილის ტრაგიკული დასასრული დამანგრეველი იქნება ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის“, – ამის შესახებ დიპლომატმა და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა არის, როგორც საქართველოს, ისე მმართველი პარტიის ინტერესებში.

„უკიდურეს ზღვართან ვართ მისული. თუ რამე დაემართება მესამე პრეზიდენტს, ამაში პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება იქნება.

ჩვენ მივუახლოვდით ძალიან სახიფათო ზღვარს. ჩვენი მთავარი მიზანია, გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტი, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი ადგილი საქართველოს ისტორიაში.

ტრაგიკული დასასრული, რაც არ არის გამორიცხული, ვინაიდან დინამიკაა ძალიან ნეგატიური, იქნება დამანგრეველი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის. 

ძალიან სერიოზული პოლიტიკური ფიგურები ძალიან ყურადღებით ადევნებენ თვალყურს, თუ რა ხდება მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ. ვფიქრობ, რომ საკმაოდ ძლიერი ბერკეტები გააჩნიათ ჩვენს პარტნიორებს იმაზე, რომ აუხსნან ჩვენს ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა არის, როგორც საქართველოს, ისე მმართველი პარტიის ინტერესებში. დრო არ ითმენს, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება დროზე არის მისაღები.

იმისათვის, რომ შეაფასო მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა,  სულ არ არის საჭირო იყო ექიმი. მისი წონა, როდესაც მოხვდა სამედიცინო დაწესებულებაში იყო 116 კილო, ახლა არის 73. მდგომარეობა ტრაგიკულია. მედიკამენტებს, რომლებსაც იღებს სააკაშვილი, არ არის ერთმანეთთან თავსებადი. ისევ ვამბობ, მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას“, – აცხადებს ვალერი ჩეჩელაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,467 ნახვა
%d bloggers like this: