პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე გიორგი მშვენიერაძეზე: ამორალურია იყო ავტორიტარული რეჟიმის შემოქმედი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, გერქვას ,,უფლებადამცველი”, “ენჯეოშნიკი” და შეურაცხყოფას აყენებდე საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, მეზობელ და მეგობარ აზერბაიჯანს

Nusagi

რა სამარცხვინო და ამორალურია იყო ავტორიტარული რეჟიმის შემოქმედი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, გერქვას ,,უფლებადამცველი”, “ენჯეოშნიკი” და შეურაცხყოფას აყენებდე საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, მეზობელ და მეგობარ აზერბაიჯანს. მანამდე რატომ ვერ გაბედა გაეკრიტიკებინა ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც დიდი პატივით ხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს? – ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ადვოკატ გიორგი მშვენიერაძის facebook – სტატუსს.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, ყველა ხედავს ოპოზიციაში ყოფნის მიუხედავად, როგორ ცდილობენ როგორმე ავნონ სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს, სატელიტი პარტიების, მართვადი მედიის და გიორგი მშვენიერაძის მსგავსი კლავიატურის ლომი ,,ენჯეოშნიკების” გამოყენებით.

„რა სამარცხვინო და ამორალურია იყო ავტორიტარული რეჟიმის შემოქმედი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, გერქვას ,,უფლებადამცველი”, “ენჯეოშნიკი” და შეურაცხყოფას აყენებდე საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, მეზობელ და მეგობარ აზერბაიჯანს. მანამდე რატომ ვერ გაბედა გაეკრიტიკებინა ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც დიდი პატივით ხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს? რა მიზანს ემსახურება მისი განცხადება იმ ფონზე, როცა უფრო მთელი დასავლეთი აძლიერებს და აფართოებს თანამშრომლობას აზერბაიჯანთან? მადლობა ღმერთს, რომ 2012 წელს მშვიდობით გავისტუმრეთ ,,ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებიდან, თორემ ახლა ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ სიტუაციაში რამდენ უბედურებას მოუტანდნენ ქვეყანას ადვილად წარმოსადგენია… თუმცა ყველა ვხედავთ ოპოზიციაში ყოფნის მიუხედავად, როგორ ცდილობენ მაინც როგორმე ავნონ სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს, სატელიტი პარტიების, მართვადი მედიის და გიორგი მშვენიერაძის მსგავსი კლავიატურის ლომი ,,ენჯეოშნიკების” გამოყენებით. საქართველოს მტრობას კარგი არავისთვის მოუტანია და არც თქვენ მოგიტანთ!“ – წერს ბოჟაძე facebook – ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,631 ნახვა
%d bloggers like this: