საზოგადოება

მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაზე ან სასიკვდილო განაჩენზე – ნიკა მელია

Nusagi

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით ვითარება ახლა კულმინაციურ ფაზაშია. მისი თქმით, მოსამართლემ ან სიცოცხლე უნდა შეუნარჩუნოს მიხეილ სააკაშვილს თავისი გადაწყვეტილებით, ან სასიკვდილო განაჩენი გამოუტანოს.

„ჩვენთვის ახლაც, კვლავ რჩება მთავარ საზრუნავ საკითხად, რაც დღემდე გადაუჭრელია – მოხერხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ვფიქრობ, ბოლო დღეებში არაერთი კომენტარი მოვისმინეთ, რომ მკურნალობის რესურსი ამოწურულია და რაიმე სახის დადებითი დინამიკის შექმნაც კი შეუძლებელია, არათუ მისი შენარჩუნება. ამიტომ გამოსავალი კვლავაც რჩება მიხეილ სააკაშვილის რაც შეიძლება სწრაფად, საზღვარგარეთ გადაყვანა. შევედით კულმინაციურ ფაზაში, როდესაც მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ან მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნების სასარგებლოდ, ან მორალურად და ზნეობრივად სასიკვდილო განაჩენის გამოტანა უნდა შეძლოს ხელისუფლების დავალებით. „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი ძალისხმევა მიმართული იქნება ამ სასამართლო პროცესებისკენ“, – განაცხადა მელიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,168 ნახვა
%d bloggers like this: