უცხოური მედია

ნიუ იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპის ოჯახის კუთვნილი Trump Organization-ის ორი კომპანია წაყენებულ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო

Nusagi

ნიუ იორკის სასამართლომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოჯახის კუთვნილი Trump Organization-ის ორი კომპანია საგადასახადო თაღლითობაში და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებაში დამნაშავედ ცნო.

როგორც „ბიბისი“ წერს, ორდღიანი განხილვის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა განაცხადეს, რომ კომპანიები Trump Corporation დაTrump Payroll Corporation მათ წინააღმდეგ წაყენებულ ჩვიდმეტივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. საუბარია კომპანიების მიერ ტოპ-მენეჯერებისთვის არაოფიციალური შეღავათებით უზრუნველყოფაზე, როგორებიც არის: ძვირადღირებული ავტომობილები, ძვირადღირებული სკოლების გადასახადები. ამით კომპანიები აკომპენსირებდნენ შედარებით დაბალ ხელფასებს და ამცირებდნენ გადასახადების ჯამს, რომელიც უნდა გადაეხადა.

„13 წლის განმავლობაში Trump Corporation დაTrump Payroll Corporation სარგებლობდნენ დაუსჯელი სქემით, რომელიც მაღალი დონის ხელმძღვანელებს აჯილდოებდა გულუხვი პრივილეგიებითა და კომპენსაციებით, მიზანმიმართულად მალავდა შეღავათებს საგადასახადო ორგანოებისგან“, – განაცხადა მანჰეტენის ოლქის პროკურორმა, ალვინ ბრეგმა.

სასამართლო პროცესის დროს არც ტრამპი და არც მისი ოჯახის წევრები ბრალდებულები არ ყოფილან.

როგორ მოსალოდნელია, დონალდ ტრამპის ოჯახის კუთვნილ ორგანიზაციას 1,6 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სასამართლო იანვარში მიიღებს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასამართლო პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს არის „კუდიანებზე ნადირობა“. ყოფილი პრეზიდენტის იურისტთა ჯგუფი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,607 ნახვა
%d bloggers like this: