უცხოური მედია

უკრაინული მედია: გერმანიამ უკრაინისათვის Patriot-ის სისტემის გადაცემაზე უარი თქვა – სისტემა პოლონეთში განთავსდება

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ გერმანიამ უარი თქვა Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის უკრაინისათვის გადაცემაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

საუბარია გერმანიის მიერ პოლონეთისთვის დაპირებულ Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემაზე, რომლის უკრაინისთვის გადაცემის სურვილი თავად პოლონეთმა გამოთქვა, თუმცა ამისთვის გერმანიის მხარის თანხმობა იყო საჭირო.

როგორც ბლაშჩაკმა Twitter-ზე დაწერა, ის აღნიშნულ საკითხზე გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ესაუბრა.

„გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, იმედგაცრუებული დავრჩი უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმის გადაწყვეტილებით. დასავლეთ უკრაინაში Patriot-ის განლაგება გაზრდიდა პოლონელებისა და უკრაინელების უსაფრთხოებას. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას გამშვები საშუალებების პოლონეთის ტერიტორიაზე განლაგებისთვის“, – დაწერა მან Twitter-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,689,037 ნახვა
%d bloggers like this: