რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შვედეთში გადახდენილი ისტორია გაიხსენა.
„მაპატიეთ დეტალებისთვის, იქ (შვედეთში) შეხვედრის შესვენების დროს ვკითხე, სად იყო ტუალეტი. მაჩვენეს კარი ასოებით WC. ვკითხე: „ეს ქალბატონებისთვისაა თუ ბატონებისთვის?“ მე მითხრეს: „ჩვენ ყველაფერი გვაქვს საერთო“. არ მჯეროდა, მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად არაადამიანურია ეს, უბრალოდ არაადამიანური”, – განაცხადა ლავროვმა.
მან აღნიშნა, რომ შემთხვევა გასულ წელს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სამიტზე მოხდა.
ლავროვმა არ დააკონკრეტა, გადაწყვიტა თუ არა გენდერულად ნეიტრალური ტუალეტის გამოყენება.
Facebook Comments Box