საზოგადოება

ცნობილი რუსი ჟურნალისტი გადაცემებს თბილისში მოამზადებს

Nusagi

ცნობილი რუსი ჟურნალისტი, ლეონიდ პარფიონოვი საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემას თბილისში ჩაწერს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.  

პარფიონოვმა ტელეგრამში თავისი სატელევიზიო სტუდიის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს.

„ლაპარაკობს და უჩვენებს თბილისი. ჩვენ, მერაბ კოსტავას ქუჩაზე განთავსებულ სტუდიაში ზუსტად აღვადგინეთ პროგრამა „ნამედნის“ დეკორაცია“ – ამბობს პარფიონოვი.

„ნამედნი“ – გადაცემა, რომელიც ტელეკომპანია „ნტვ“-ს და „როსია“1-ის ეთერში 1990-1991 და 1993-1996 წლებში გადიოდა. მაშინ ეს პუბლიცისტური გადაცემა იყო დოკუმენტალისტიკის ელემენტებით. 2001-20014 წლებში „ნამედნი“ გახდა საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა, რომელიც კვირაში ერთხელ შემაჯამებელი ამბებით გადიოდა ეთერში.

2018 წელს ლეონიდ პარფიონოვმა საკუთარი YouTube არხი შექმნაზე და შოუ, რომლის სახელწოდებაა „პარფენონი“. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,607 ნახვა
%d bloggers like this: