პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე – პარადოქსია, როცა აცხადებდა, რომ შიმშილობდა, მაშინ ჭამდა, როცა ახლა არაფერს ამბობს და არ შიმშილობს, აღმოჩნდა, რომ ნახევრად შიმშილობს

Nusagi

პარადოქსია მართლაც, როცა ეს ადამიანი აცხადებდა, რომ შიმშილობდა, მაშინ ჭამდა და როცა ახლა არაფერს ამბობს და არ შიმშილობს, აღმოჩნდა, რომ ნახევრად შიმშილობს და არ იღებს ჩვეულებრივად საკვებს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, თუ სააკაშვილი შეგნებულად რაღაცეებს აკეთებს და ამით თვითდაზიანებას იყენებს, მაშინ პასუხისმგებლობა მხოლოდ სახელმწიფოზე ვერ იქნება.

მისივე თქმით, სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა სპეცოპერაცია იყო. როგორც ჩანს, იყო გეგმა ა და გეგმა ბ.

გეგმა ა იყო, რომ აერიათ ქვეყანა, გეგმა ბ – შიმშილობა და ა. შ.

„პარადოქსია მართლაც, როცა ეს ადამიანი აცხადებდა, რომ შიმშილობდა, მაშინ ჭამდა და როცა ახლა არაფერს ამბობს და არ შიმშილობს, აღმოჩნდა რომ ნახევრად შიმშილობს და არ იღებს ჩვეულებრივად საკვებს. კიდევ ერთხელ მინდა ვუპასუხო ყველას, ვინც “წუხს”, ვისი პასუხიმგებლობაა ამ ადამიანის ჯანმრთელობა. რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, მაგრამ, როგორც კი დაფიქსირდება ფაქტი, ძალიან რბილად და დაზღვეულად რომ ვთქვათ, ამის სერიოზული გონივრული ეჭვი არსებობს, რომ ის შეგნებულად რაღაცას არ ჭამს, ექიმის ძალიან კარგად მესმის, ექიმის შვილი ვარ, ბევრი ექიმი მყავს გარშემო, ექიმი ასე ხისტად ამ თემებზე ვერ ისაუბრებს, როგორც პოლიტიკოსი, თუ ეს ადამიანი შეგნებულად რაღაცეებს აკეთებს და ამით თვითდაზიანებას იყენებს, მაშინ პასუხისმგებლობა მხოლოდ სახელმწიფოზე ვერ იქნება. ექიმი რომ პაციენტს მკურნალობს, ის თუ დაუჯერებს ყველაფერს, ექიმი მასზე სრულ პასუხიმგებლობას იღებს, მაგრამ თუ პაციენტი ან მის დანიშნულებას არ ასრულებს, ან რაღაც კვებას ურჩევენ და ამას შეგნებულად არ აკეთებს, შეუძლია და არ აკეთებს, მაშინ რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა პაციენტზე გადადის ამ შემთხვევაში, პატიმარ სააკაშვილს რომ თავი დავანებოთ და პაციენტ სააკაშვილზე ვილაპარაკოთ. აქედან გამომდინარე, ამ მიჯნაზე უნდა გადავხედოთ კარგად, რომელ მხარეს არის პასუხიხმგებლობა“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,188 ნახვა
%d bloggers like this: