უცხოური მედია

ბელგიაში ევროპარლამენტის მაღალჩინოსნები დააკავეს

Nusagi

ბელგიაში ევროპარლამენტის 4 მაღალჩინოსანი, მათ შორის ევროპარლამენტის ვიცე-თავმჯდომარე ევა კაილი დააკავეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

დაკავებულები კატარში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ლობირებაში და კორუფციაში არიან ეჭვმიტანილები. ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ნაღდი ფულის სახით 600 ათასი ევრო ამოიღო.

ბელგიის პროკურატურა დაკავებულთა ვინაობას ოფიციალურად არ ასახელებს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაკავებული ევა კაილი არის ბერძნული სოციალისტური პარტიის წევრი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის პარტიიდან უკვე გარიცხეს.

ბელგიური გამოცემა Knack წერს, რომ ფედერალური პროკურატურა ევროპარლამენტში შესაძლო კორუფციის საქმეს ივლისიდან იძიებს. პროკურატურის წარმომადგენელმა ერიკ ვან დუისმა განაცხადა, რომ „სპარსეთის ყურის ერთ-ერთი ქვეყნის მიერ ევროპარლამენტის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების მცდელობის“ ეჭვი არსებობს ევროპარლამენტის მაღალჩინოსნების მოქრთამვის გზით.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი ლუკა ვისენტინი და ევროპარლამენტის წევრი იტალიიდან პიერ ანტონიო პანცერი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,676 ნახვა
%d bloggers like this: