სპორტი

კატარში, არგენტინა-ნიდერლანდების მატჩისას, სტადიონზე CBS Sports-ის ჟურნალისტი გარდაიცვალა

Nusagi

კატარში, სტადიონზე, პრესისთვის განკუთვნილ ლოჟაში 49 წლის CBS Sports-ის ჟურნალისტი გრანტ უოლი გარდაიცვალა. მან გონება არგენტინა-ნიდერლანდების მეოთხედფინალური მატჩის დროს დაკარგა.

გრანტ უოლი ჟურნალისტი-ანალიტიკოსი იყო და ჩემპიონატის ფარგლებში CBS Sports-სთვის სტატიებს ამზადებდა აშშ-ს ნაკრებზე. ასევე, მუშაობდა Paramount+-ზე, ფეხბურთზე გადაღებული დოკუმენტური ფილმების რადქტორ-კონსულტანტად.

ჟურნალისტის აგენტმა CBS-ს აცნობა, რომ სავარაუდოდ, უოლმა ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესი განიცადა, როდესაც გუნდებმა დამატებით დროში გააგრძელეს თამაში. ადგილზე გამოიძახეს პარამედიკოსები, რომლებმაც ჟურნალისტი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ეს იყო ფეხბურთის მე-8 მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ჟურნალისტმა კარიერის განმავლობაში გააშუქა.

5 დეკემბერს გრანტ უოლმა კატარში მომხდარ ინციდენტზე დაწერა.

„ჩემმა სხეულმა, როგორც იქნა, გამიძლო. სამი კვირის გამოუძინებლობამ, ძლიერმა სტრესმა და უამრავმა საქმემ  შეიძლება ეს დაგემართოთ. ის, რაც გაციება მეგონა ბოლო 10 დღის განმავლობაში, რაღაც უფრო სერიოზულად იქცა აშშ-ნიდერლანდების მატჩის დროს. მივხვდი, რომ ჩემი გულმკერდის ზედა ნაწილი სერიოზულ დისკომფორტს განიცდიდა. დღეს წავედი მედია-ცენტრის სამედიცინო კლინიკაში, სადაც მითხრეს, რომ სავარაუდოდ, ბრონქიტი მაქვს. დამინიშნეს ანტიბიოტიკები და რაღაც ძლიერმოქმედი სიროფი ხველისთვის. რამდენიმე საათში უკეთესად გავხდი“,-წერდა ჟურნალისტი. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,261 ნახვა
%d bloggers like this: