უცხოური მედია

რუსეთმა უახლოეს თვეებში ირანისგან შესაძლოა, ასობით ბალისტიკური რაკეტა მიიღოს – ბრიტანული დაზვერვა

Nusagi

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ირანმა რუსეთს შესაძლოა, ასობით ბალისტიკური რაკეტა მიაწოდოს.  

ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ირანი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მოკავშირე გახდა. 

„ირანის მხარდაჭერა რუსეთის არმიისთვის სავარაუდოდ გაიზრდება უახლოეს თვეებში, რადგან რუსეთი ცდილობს შეიძინოს მეტი იარაღი, მათ შორის ასობით ბალისტიკური რაკეტა. სანაცვლოდ, რუსეთი, სავარაუდოდ, ირანს სამხედრო და ტექნიკურ დახმარებას შესთავაზებს. 

რუსეთმა, დიდი ალბათობით, ამოწურა მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც 500 კგ-მდე წონის ქობინებს ატარებენ 500 კმ-მდე მანძილზე“, – აღნიშნულია ბრიტანული დაზვერვის განცხადებაში. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,595 ნახვა
%d bloggers like this: