პოლიტიკა

„საქართველოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკა სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის საკითხებში წინსვლას შესაძლებელს ხდის“ – დუმის დეპუტატი

Nusagi

„სპეცოპერაციის ჩატარებისა და ჩვენს წინააღმდეგ სანქციების არდაწესების მიმართებით საქართველოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხებში წინსვლას შესაძლებელს ხდის“, – ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა. 

მისივე თქმით, დუმამ აღნიშნული საკითხები სასწრაფოდ უნდა განიხილოს რადგან „ხალხს მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენები სჭირდება“. 

„ჩვენ ახლოს ვიყავით ამ საკითხის გადაწყვეტასთან წელიწად-ნახევრის წინ, მაგრამ მაშინ თბილისში მომხდარმა მოვლენებმა ამ ნაბიჯის გადადგმისკენ რუსეთის გადაწყვეტილება გაანადგურა. დღეს ამ საკითხების მოგვარება აუცილებელია, ამიტომ შეეცადეთ, მოაგვაროთ ეს საკითხები“, – განაცხადა კალაშნიკოვმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,179 ნახვა
%d bloggers like this: