პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: ოპოზიციაში ეჭვიანობის რა სცენებია, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ჩვენ არავისთან არც დასამალი გვაქვს რამე და არც შიდა ვაჭრობა, ან მოლაპარაკება გვაქვს ვინმესთან

Nusagi

ჩვენი მხრიდან ადგილი არ აქვს არავისთან არც დაფარულ და არც კულუარულ შეხვედრებს, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა საქართველოს პირველი არხის ეთერში შეკითხვას, ვისი ინიციატივით მოხდა შეხვედრა ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში სამუშაო ჯგუფების მიმართ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებთან, „ლელოსთან“, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“.

„ჩვენთვის მთავარი არის იმ 12 პუნქტის შესრულება, რომელიც ქვეყანას განესაზღვრა და, რომელიც არის სასიცოცხლო მნიშვნელობის. მაგალითად, ერთ-ერთი უმთავრესი პუნქტი არის დეპოლარიზაციის შემცირება. „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ჯგუფები ამას პირიქით, უპირისპირებენ ნაბიჯებს, რომელიც კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას. ისინი საზოგადოებას სთავაზობენ დაძაბულობას, რადიკალიზმს, ქუჩის აქციებს და ურტყამენ და აზიანებენ ქვეყანას, ხალხის ინტერესებს. არ ვიცი, ოპოზიციაში ერთმანეთში ეჭვიანობის რა სცენებია, მაგრამ ფაქტი არის ერთი – ჩვენ არავისთან არც დასამალი გვაქვს რამე და არც ვინმესთან გვაქვს რამე სახის შიდა ვაჭრობა, ან მოლაპარაკება“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, თავად ამ შეხვედრებს არ დასწრებია და წარმოდგენა არ აქვს, ვინ ესწრებოდა მას.

მისი თქმით, მმართველი გუნდის ყველა ნაბიჯი და მოქმედება მიმართულია იქითკენ, რომ პოლიტიკურ სპექტრში კონსენსუსი შედგეს.

„ზოგადად, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან ცივილურად საუბარი, გნებავთ, განსხვავებულ საკითხებთან დაკავშირებით. პოლიტიკა ამას გულისხმობს, თუმცა რადიკალური ოპოზიცია საპირისპიროდ მოქმედებს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,188 ნახვა
%d bloggers like this: