უცხოური მედია

ავსტრიის კანცლერი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლობისთვის მზადაა

Nusagi

ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერის განცხადებით, ის მზად არის გააგრძელოს დიალოგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, თუ ეს ხელს შეუწყობს უკრაინაში ომის დასრულებას.

„ჩვენ ვართ ნეიტრალური ქვეყანა, გვაქვს სპეციალური სტატუსი ევროკავშირში და ამ მიზეზით ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულება. თუმცა, ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია ჰუმანიტარული დერეფნების, ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დანაშაულების ობიექტური გამოძიებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.

კანცლერმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ავსტრიული მხარე ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს ომთან დაკავშირებულ საკითხებში. თუმცა, ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით ვენას მკაფიო პოზიცია აქვს.

„აუცილებელია ჰუმანიტარული დერეფნები, ცეცხლის შეწყვეტა და ომის დანაშაულების სრული გამოძიება“, – აღნიშნა ნეჰამერმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,586,244 ნახვა
%d bloggers like this: