პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ თავიდანვე გამოვხატეთ მზადყოფნა იმისთვის, რომ ახალი ომბუდსმენის შერჩევა მოხდეს მაქსიმალური კონსენსუსით და შეთანხმებით

Nusagi

ჩვენ თავიდანვე დავგეგმეთ პროცესი და გამოვხატეთ მზადყოფნა იმისთვის, რომ ახალი ომბუდსმენის შერჩევა მოხდეს მაქსიმალური კონსენსუსით და შეთანხმებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ჩვენი მიზანი არის, რომ შევარჩიოთ ამ თანამდებობაზე ისეთი ადამიანი, რომელიც იქნება კომპეტენტური, თავისი სფეროს პროფესიონალი და ამავე დროს დამოუკიდებელი, რომ მოემსახუროს მაქსიმალურად ყველა ჩვენი თანამოქალაქის ადამიანის უფლების დაცვის ამოცანას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში 4 ნოემბერს დასრულდა. კანონმდებლებმა წლის ბოლომდე ახალი სახალხო დამცველი ექვსი წლის ვადით უნდა აირჩიონ, ამისთვის 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,202 ნახვა
%d bloggers like this: