უცხოური მედია

რუსეთი ამერიკელ კალათბურთელში ხანგოშვილის მკვლელის გაცვლას მოითხოვდა

Nusagi

რუსეთის ამერიკელ კალათბურთელ ბრიტნი გრაინერში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის, ვადიმ კრასიკოვის გაცვლას მოითხოვდა, რომელიც გერმანიაშია გასამართლებული. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

მისივე თქმით, შეერთებულ შტატებში ეს წინადადება არასერიოზულად ჩათვალეს. კირბი ამბობს, რომ რუსეთი მზად იყო გრაინერი და იურისტი პოლ უილანი ვადიმ კრასიკოვში გაეცვალა

„ისინი ითხოვდნენ, რომ გადაგვეცა კაცი, მკვლელი, რომელიც სასჯელს გერმანიაში იხდის. ჩვენ ეს წინადადება არასერიოზულად ჩავთვალეთ, რადგანაც ვაშინგტონი ვერ ჩაერევა იმ პატიმრის საკითხში, რომელიც სასჯელს სხვა ქვეყანაში იხდის“ – განაცხადა კირბიმ.

ვადიმ კრასიკოვს გერმანიაში 2021 წლის ბოლოს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ის ჩეჩნეთის საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ბერლინის სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ კრასიკოვმა დანაშაული რუსეთის ხელისუფლების მითითებით ჩაიდინა. ხანგოშვილი ბერლინის პარკში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს.

2023 წლის დეკემბერში ბრიტნი გრაინერი რუსეთში მოქალაქე ვიქტორ ბუტში გაცვალეს, რომელიც აშშ-ში იარაღით ვაჭრობისთვის სასჯელს იხდიდა. გრაინერი რუსეთში ნარკოტიკების კონტრაბანდასა და შენახვაში დამნაშავედ ცნეს. სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,596 ნახვა
%d bloggers like this: