პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელში, პრობლემა არის თავად პარტიაში, რომელიც ეფუძნება ძალადობას, დეზინფორმაციას, შუღლს, ზიზღს

Nusagi

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პრობლემა არა პარტიის ხელმძღვანელში, არამედ თავად ორგანიზაციაშია, რომელიც ეფუძნება ძალადობას და დეზინფორმაციას.

მისი თქმით, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოიშლის ძალადობას, ტყუილს, შუღლს, ზიზღს მანამდე მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მისი ხელმძღვანელი.

„პრობლემა არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელში, პრობლემა არის თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაში“. ვიდრე ეს პრობლემა არ გადაწყდება ორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეფუძნება ძალადობას, დეზინფორმაციას, ტყუილს, შუღლს, ზიზღს, ვიდრე ამ ყველაფერს არ მოიცილებს აღნიშნული ორგანიზაცია, მანამდე მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მისი ხელმძღვანელი, მანამდე საქართველოს მოსახლეობა მას ყოველთვის ეტყვის უარს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობაში“ ახალ თავმჯდომარეს მომავალ წელს აირჩევენ. ე.წ.-ლი ბლოკჩეინ-სისტემით არჩევნები 28-29 იანვარს ჩატარდება. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტ საბჭომ მიიღო. ირკვევა, რომ პარტიის პოლიტიკურ საბჭოში უმრავლესობა ნიკა მელიას მხარესაა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,202 ნახვა
%d bloggers like this: