საზოგადოება

„მოსამართლემ გასცა განკარგულება, რომ მიხეილ სააკაშვილი პროცესს მინიმუმ დისტანციურად დაესწროს“ – შალვა ხაჭაპურიძე

Nusagi

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და მაღალი ტემპერატურა ისევ აღენიშნება. 

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მოსამართლემ გასცა განკარგულება, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს მინიმუმ დისტანციურად დაესწროს.  

„მოსამართლემ გასცა განკარგულება, რომ მიხეილ სააკაშვილი პროცესს მინიმუმ დისტანციურად დაესწროს. თუმცა თუ კლინიკა „ვივამედი“ გასცემს ნებართვას, მაშინ შესაძლებელია მოიყვანონ კიდევაც, თუ არ გასცემს, მაშინ უნდა ჩაერთოს დისტანციურად. დავუკავშირდებით სასამართლოს თანაშემწეს, გავარკვევთ რამდენად მოგვარდა ეს საკითხი ტექნიკურად. 

30 მოწმეა, თუმცა  თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობამ სწრაფად დაიწყო დამძიმება, არ გამოვრიცხავ, რამდენიმე მოწმის ჩვენება უბრალოდ გამოვაქვეყნოთ და არ მოხდეს მათი დაკითხვა.

მიხეილ სააკაშვილს ისევ აქვს – სიცხეები, მაღალი წნევა და სხვა სიმპტომები, რაზედაც აქამდე ვსაუბრობდით. გრძელდება წონაში კლება“, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,163 ნახვა
%d bloggers like this: