უცხოური მედია

„ოდესმე ჩვენ კვლავ დავიწყებთ თანამშრომლობას რუსეთთან“ – ოლაფ შოლცი

Nusagi

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დაუშვა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ. ამის შესახებ შოლცმა აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური ურთიერთობების კომიტეტის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, რუსეთი ევროპის კონტინენტზე უდიდეს ქვეყნად დარჩება, ამიტომ, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროისთვის მომზადება.

„ერთი რამ ცხადია: დღეისთვის ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენ გვქონდა, იშლება. მაგრამ რუსეთს, რომელიც ომს დაასრულებს და რუსეთში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ საკუთარი თავისთვის განსხვავებული მომავალი, ასევე სჭირდებათ შანსი, რომ თავიდან დაიწყონ ეკონომიკური თანამშრომლობა. მხოლოდ ეს არ არის ახლა. ახლა ჩვენ ვამკაცრებთ სანქციებს“, – აღნიშნა შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავისი ომით ანადგურებს არა მხოლოდ უკრაინის ინფრასტრუქტურას და კლავს უკრაინელებს, არამედ ანგრევს რუსეთის მომავალს.

შოლცმა გაიმეორა, რომ რუსეთის ომის მიზანია ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა და ახალი რუსული იმპერიის შექმნა, რისთვისაც საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევამდე მიდის: ინფრასტრუქტურის განადგურება და ხალხის მკვლელობა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,676 ნახვა
%d bloggers like this: