საზოგადოება

პრეპარატები, რომელსაც მიხეილ სააკაშვილს აძლევდნენ, დიაგნოზებთან შეუთავსებელი იყო – მარიამ ჯიშკარიანი

Nusagi

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე და მას პატიმრობისას არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება ეწოდა. 

ჯიშკარიანის თქმით, პრეპარატები, რომელსაც მიხეილ სააკაშვილს აძლევდნენ, დიაგნოზებთან შეუთავსებელი იყო. 

„პატიმრობის პერიოდის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდებოდა არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება, მათ შორის, მკურნალობა იყო სიმპტომური. ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა მრავალი მედიკამენტი, რომელიც შესაძლებელია ერთმანეთის საწინააღმდეგო მოქმედების იყო და ურთიერთქმედებდა ცუდად.

იგი იღებდა არამიზნობრივად ნეიროლეფსიურ პრეპარატებს, რაც მის მდგომარეობას ამძიმებდა და ის დიაგნოზები, რომელიც დღეს გამოიკვეთა, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობდით და ვპროგნოზირებდით, ამ დიაგნოზებზე შეუძლებელი იყო ამ მედიკამენტების დანიშვნა, ვინაიდან მძიმდება მისი მდგომარეობა. ნებისმიერ შემთხვევაში მკურნალობა არ იყო მიზნობრივი“, – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,223 ნახვა
%d bloggers like this: