საზოგადოება

სიტუაცია მძიმეა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი – მასიმო დანჯელო

Nusagi

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი მასიმო დანჯელო „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ. 

ამერიკელი ადვოკატი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და საჭიროა სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა. 

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ადამიანზე, ვინც ქვეყანას იდენტურობა მისცა, რომელმაც წარმოუდგენელი  ცვლილებები შემოიტანა საქართველოში, რომელიც ეცადა ქვეყნის დასავლეთის რელსებზე გადაყვანას. იგი გახლავთ პოლიტიკური პატიმარი. იგი ციხეშია და მას სჭირდება  სიცოცხლის გადამრჩენი მკურნალობა. ოქტომბრის დასაწყისში ვეწვიე და საკუთარი თვალით ვნახე.

ექიმებისგან შექმნილი გუნდი, ამტკიცებს, მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობას. მას არამხოლოდ აწამებდნენ, არამხოლოდ მოწამლული იყო, არამედ აძლევენ ისეთ მედიკამენტებს, რომელიც მის მდგომარეობას ართულებს.

სიტუაცია მძიმეა. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, გვინდა მოვისმინოთ ხმები და იმედი გვაქვს, რომ ეს ხმები იქნება გაჟღერებული და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე იქნება გადარჩენილი“, – აცხადებს მესამე პრეზიდენტის ამერიკელი ადვოკატი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,168 ნახვა
%d bloggers like this: