პოლიტიკა

„გონს მოეგეთ, ეს არის ჩვენი მოქალაქის, საქართველოს შვილის სიცოცხლის გაუფრთხილებლობა“ – სააკაშვილის ძმა „ოცნებას“ და სასამართლოს მიმართავს

Nusagi

მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, საქალაქო სასამართლოს ეზოში კომენტარი გააკეთა ექსპრეზიდენტის ძმამ, დავით სააკაშვილმა.

მან თქვა, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა, რომ მიხეილ სააკაშვილს ხალხს არ ანახებენ და ის სიკვდილამდე მიზანმიმართულად მიყავთ.

“მიშა სრულიად ჯანმრთელი შევიდა საპატიმროში და მივიღეთ რა? ამდენი კილოგრამი აქვს დაკლებული, ვერ გადაადგილება. ეს არის ჩვენი მოქალაქის, საქართველოს შვილის სიცოცხლის გაუფრთხილებლობა. მინდა, მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, სასამართლო ხელისუფლებას, რომელთანაც გარკვეული პერიოდი მეც მაკავშირებდა საქმიანობა, გონს მოეგეთ, არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლით თამაში და ყველას ყველაფერი ბუმერანგივით დაუბრუნდება. არ შეიძლება ასე მოქცევა”,- ამბობს დავით სააკაშვილი. 
საქალაქო სასამართლოს ეზოში ამ დრომდე რჩებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები.

სხდომა 22 დეკემბრისთვის გადაიდო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,379 ნახვა
%d bloggers like this: