საზოგადოება

თბილისში „საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბერს გაიხსნება

Nusagi

თბილისში, „საახალწლო სოფელი“, 23 დეკემბერს, ორბელიანის მოედანზე გაიხსნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „საახალწლო სოფელი“ 13 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს.

„მეგობრებო, წლის მთავარი დღესასწაული გვიახლოვდება-როგორც იცით, „საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბერს გაიხსნება ორბელიანის მოედანზე და ყოველდღე საზეიმო ღონისძიებებით იქნება დატვირთული.

ორბელიანის მოედანი, 9 აპრილის ბაღი და ათონელის ქუჩა მოირთვება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციით და ინსტალაციებით. რაც მთავარია, თქვენს პატარებს აქ დახვდებათ თოვლის ბაბუა, რომელიც თავის სახლში უმასპინძლებს მათ და სიხარულით მოისმენს ბავშვების ყველაზე სანუკვარ ოცნებებს, რაც აუცილებლად ასრულდება.

23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, „საახალწლო სოფელში“ გაიმართება საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, კონცერტები, ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები, სხვადასხვა აქტივობები, მუსიკალური საღამოები.

31 დეკემბერს კი გელოდებით ევროპის მოედანზე, გალა-კონცერტზე. ერთად შევხვდეთ 2023 წელს, ბედნიერი და უკეთესი მომავლის მოლოდინით.

ყველაზე მთავარი მაინც ჩვენი განწყობა და სურვილებია, რადგან სასწაული სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ყველამ ერთად ვინატროთ მშვიდობა მთელ მსოფლიოში, კეთილდღეობა ყველა ოჯახში, ჩვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა, განათლებული და წარმატებული მომავალი თაობა, ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ერთად აღვნიშნოთ საახალწლო დღეები ჩვენს ულამაზეს ქალაქში“,- განაცხადა კალაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,379 ნახვა
%d bloggers like this: