საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა

Nusagi

მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

ადვოკატმა მესამე პრეზიდენტის წერილი ჟურნალისტებს გააცნო:

„დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე, დავესწრო საკუთარ სასამართლო პროცესს. ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა.

იძულებული ვარ მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას.

რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ ყველა რისკს, ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, თუმცა ვიშიმშილებ მანამდე, სანამ არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეოლინკით მაინც ჩართვის. ყოველგვარ დაცინვას და დამცირებას საზღვარი აქვს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ სასამართლო პროცესს დისტანციურად ვერ ჩაერთო. სააკაშვილის სასამართლო პროცესი კი 22 დეკემბრის 11:00 საათამდე გადაიდო. მოპასუხე მხარე სააკაშვილის სასამართლო პროცესის გადადებას 1 თვით ითხოვდა, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ კი პენიტენციურ სამსახურს დაავალა, სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა დაცული ვიდეომასალა, დაცვის მხარეს გადასცეს. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,163 ნახვა
%d bloggers like this: