საზოგადოება

სასამართლოს გადადება მოულოდნელი იყო, შეშფოთებას და დამატებით კითხვებს იწვევს – კელი დეგნანი სააკაშვილზე

Nusagi

საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გადადებას ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს მოულოდნელი იყო. 

„რა თქმა უნდა, ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს, მის მდგომარეობას და სიტუაციას. ასეთ მდგომარეობაში სასამართლო პროცესის გადადება მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით, როდესაც გადაუდებელი სიტუაციაა და საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.

ადრეც აღვნიშნე და ახლაც ვამბობ, რომ ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ მან მიიღოს შესაბამისი და საჭირო სამედიცინო დახმარება, მისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური სიჯანსაღისთვის კიდე ზედმეტად შეფერხება ამ პროცესის, რა თქმა უნდა, იწვევს შეშფოთებას და ქმნის დამატებით კითხვებს“, – აცხადებს კელი დეგნანი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,467 ნახვა
%d bloggers like this: